მე არ გავიხსენებ არაფერს
დღეს უბრალოდ ისევ გაწვიმდა
წვიმის ნაკვალევში შენს სახეს
მე ვეღარ გავარკვევ არ მინდა
მის : წვიმა მოგონებებს ასველებს
ცრემლები ვერ შეცვლის ვერაფერს
ყველაფერი შენს თავს მახსენებს
ვეცდები ავიტან ყველაფერს
მე არ ვტირი ზეცას ახედე
დღეს უბრალოდ ისევ გაწვიმდა
მე ძლიერი ვიყო გავბედე
ამ მარტოობასაც ვეცდები ავიტან
ზეცა ტირის ისევ გაწვიმდა
ეს ჩემი წარსულიც ატირდა
მე ხომ უშენობა არ მინდა
არ მინდა, არ მინდა
მის 2x წვიმა მოგონებებს ასველებს
ცრემლები ვერ შეცვლის ვერაფერს
ყველაფერი შენს თავს მახსენებს
ვეცდები ავიტან ყველაფერს
წვიმა მოგონებებს ასველებს.