ქეიფს ვიწყებ დილიდან, ვიქირავებ დილიჟანს
შიგ ჩავისვამ ლომებს ფაფარაშლილს,
თავს მოვაჭრი რუმბივით გასიებულ მიკიტანს
ჩვენს საკადრის სუფრას თუ არ გაშლის.
წმინდა მიქელ-გაბრიელს სანამ გავახსენდები
სანამ ქვეყნად არსებობას მაცლის
არემარეს ავიკლებ, არაფერს არ დავიკლებ
დაილოცოს პურმარილის მადლი
ღვინო მამაპაპური, დალოცვილი კახური
მირჩევნია უკვდავების წამალს
ღვინო არის სამოთხე, სამოთხე და ედემი
ვინც არ დალევს ჯოჯოხეთში წავა