მე მზეს ვატან შენთვის ნაქარგ ყვავილებს
მე მზეს ვატან შენგან ნატკენ გულს
ქარი სევდას სულ სულ მალე წაიღებს
და უშველის ნაიარევ გულს
ბევრი ვქარგე შენზე ლურჯი ოცნება
მაგრამ ყველა ოცნებებად მრჩება
ვიცი კარგო უკვე დამაგვიანდა
შემოდგომა დგება, შემოდგომა დგება
ვიცი კარგო უკვე დამაგვიანდა
შემოდგომა დგება
მე მზეს ვატან შენთვის ნაქარგ ყვავილებს
ოცნებები ოცნებებად მრჩება
ეს ზაფხულიც საბოლოოდ გაყრის გზებს
თურმე ასეც ხდება
ვიცი კარგო უკვე დამაგვიანდა
შემოდგომა დგება