აღარავის ვეტრფი,
აღარავინ მინდა,
გადაღლილი გული
დავასვენო უნდა
მის:
და თუ ჩვენი სიყვარულის
ვინმეს ადრე შურდა,
გაიხარონ დათოვლილი
თმები არვის უნდა
ნუღარ მესვრი არ მახარებს
შენი თოვლის გუნდა
გამიარა გრძნობამ,
დარდიც გამიდუნდა...
____________________
გაიყინა გულში
რაც კი გრძნობა დუღდა,
მე მარტო ვარ შენ კი ალბათ
ნატვრა აგისრულდა
მის:
შენი ლამაზი თვალების
ვისაც ადრე შურდა,
გაიხარონ ეგ ღიმილი
აღარავის უნდა
ნუღარ მესვრი არ მახარებს
შენი თოვლის გუნდა
გამიარა გრძნობამ,
დარდიც გამიდუნდა...