v.z studio -♫- v.z Kartan Modga Shemodgoma минус №2

00:00 / 02:57
Loading
Скачать
2
1245
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Свойства файла: 2,7 Мб 128 кбит/с
Загружено: ვასკა ვასკა @ 01.11.19
Текст песни «Kartan Modga Shemodgoma»
  
კართან მოდგა შემოდგომა,   ნაადრევად    მოფრენილი,
გაზაფხულის მეგობრები დამეფანტნენ ფოთლებივით
დამეფანტნენ ფოთლებივით.

ზოგი ომის ქარიშხალში,  ზოგი კიდევ მშვიდობაში,
ზოგი იქით ბავშვობაში  ზოგი აქეთ დიდობაში
ზოგი აქეთ დიდობაში.

ის დღეები მენატრება, გულსავსე და მხიარული,
მომეწყინა ქვეყანაზე უმეგობროდ სიარული
უმეგობროდ სიარული

ეს ცხოვრება გაგვივლია, გვიშრომია გვიომია,
რა ძნელია მოძმის პოვნა დაკარგვა კი იოლია
დაკარგვა კი იოლია.


ო რა უცებ გაფანტულა, ნაადრევი სიხარული,
ძალზე ხშირად მახსენდება ის პირველი სიყვარული
ის პირველი სიყვარული.

რა ყოფილა მოგონება, გული დარდით დამექარგა,
სიყმაწვილის ბილიკებზე ერთი გოგო დამეკარგა
ერთი გოგო დამეკარგა

მენატრება  მისი  ნახვა,  მისი  გული   მხიარული,
მომეწყინა  ქვეყანაზე   უალერსოდ   სიარული
უალერსოდ სიარული

ეს ცხოვრება გაგვივლია, გვიშრომია გვიომია,
რა ძნელია სატრფოს პოვნა დაკარგვა კი იოლია
დაკარგვა კი იოლია
Текст добавлен: ვასკა ვასკა
Добавлять комментарии могут только зарегистрированные пользователи.