რაც ქვეყანაზე ვარსკვლავებია, ანათებს ყველა
მაგრამ ჩემს გულში უსაშველოდ ბნელა და ბნელა
ქვეყნად ანთია ბრწყინვალება, შენი თვალების
გამოანათე ჩემო მნათობო გემუდარები
ერთხელ მაინც შემომხედე და გამიღიმე,
ბულბულის ენით მოგწერ კარგო ტრფობის ბარათებს
შენს ფანჯარასთან ჩამოვდნები როგორც სანთელი
გამოანათე ჩემო მნათობო გემუდარები