Ucnobi (Георгий Гачечиладзе) Вагони микрис/vagoni miqris минус

00:00 / 05:52
Loading
Скачать
0
3861
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Свойства файла: 5,3 Мб 128 кбит/с
Загружено: 01.12.12
Текст песни «Вагони микрис/vagoni miqris»
  
უცნაური გრძნობა შემომერია 
ეს ქვეყანა თვალწინ გადამერია 
ყველა ფიქრი ახლა წვიმის ფერია 
წვიმის ფერი ლექსი დამიწერია.
ჩემი გრძნობა თვალებს როცა ახელდა 
ბედისწერა სწორედ მაშინ გახელდა 
როცა წვიმა ირგვლივ ყველას ავსებდა 
მარტო ჩემი საქართველო დასველდა.
მის: 
სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს 
სად გარბიან ჭრელი ქოლგის რიგები 
არ მოუსმენ აღარავის სიაფანდს 
არ ვინანებ შენს გვერდით რომ ვიდექი.

ვერ გავიგე სად ვიყავი სად არა 
დრომ ისედაც ძნელი გზებით გატარა 
არ ყოფილა ეს ოცნება პატარა 
არ იყავი ჩემთან ერთად პატარა.

რაც გუაშია, რა შუაშია 
სინდისი სინდისია, ნამუსი ნამუსია 
გაუშვი არ უსვრია, ულვაში გაუსვრია 
სუყველა გაუსვრია, ბოთლებზე დაუსვია 

თავისი გაიტანა, ტისკები აიტანა, 
თავანი ჩაიტანა, ბანკები გაიტანა 
მეზობლებს წეწავს, ყველაფერს ლეწავს 
წააგავს მეძავს, მეძავსაც წეწავს.
მის: -------------------------------
ტიპია პაგონი, ნუ არაფრის გამგონი 
არ ესმის ჟარგონი, შუბლი აქვს კარდონის 
გამვლელებს ესვრის, ტანი აქვს ნესვის 
შნირო ხომ გესმის, პლეტი და თესი.

აქ არის კუპეში, გველი ჰყავს უბეში 
არა მაქვს ნუგეში, ვისვრები წუმპეში 
მეზობელ კუპეში, აჰა, ვიპოვე ნუგეში 
გორდება დუბეში, ვიწვები წუთებში, 

გოგონა ჩუსტებში, ბიჭები ქუჩებში. 
ბინძური დუშებში, ჩეჩენი ბუნკერში. 
დრო არ მაქვს ფიქრის, ვაგონი მიქრის...
ვაგონი მიქრის...
მის:-------------------------------
მოხდა რაღაცა, ვიღაცა მეცა  ხელები მომცა ლურჯი ზღვა
უფრო ლურჯი ცა დაიფიცა, ბედი დალოცა, შემხვდა როცა, 
მხურვალედ ილოცა, ასამდე ილოცა აკოცა მაგრად, მაკოცა. 
გამაოცა ტიპმა, გამაოცა, გამაოცა ტიპმა, გამაოცა

მაიცა, ცოტა მაიცა,  გაიქცა, იქით გაიქცა 
ჩაიქცა, ცოტა ჩაიქცა,  კაცი მაყუთში ჩაიქცა 
დაცვას რაცია, რა მამაცია,  როგორი კაცია, 
სახე აქვს სანქცია.  ვაგონი მიქრის, ვაგონი მიქრის.
მის: - 2 ჯერ --------------------
ჩემი გრძნობა თვალებს როცა ახელდა 
ბედისწერა სწორედ მაშინ გახელდა 
როცა წვიმა ირგვლივ ყველას ავსებდა 
მარტო ჩემი საქართველო დასველდა. 
დასველდა, დასველდა...
Текст добавлен: ვასკა ვასკა
Добавлять комментарии могут только зарегистрированные пользователи.