მე ხომ შენი ლანდი ვარ,
შენ კვალ-დაკვალ დავდი ვარ,
შენზე ლოცვით ღამე ნათევი.
აბა ვის რად ვარგივარ,
ცარიელი დარდი ვარ,
შენ ხატი ხარ მე კი სანთელი
მზემაც ვეღარ გამათბო
ღვინომაც ვერ დამათრო
ამა მითხარ რაღამ გამათბოს,
გულში შენი სახელი
შემეპარა ნაღველი
შენ ხატი ხარ, მე კი სანთელი.
თუ კი სუფრას გამიშლი
ღვინის სმას ნუ დამიშლი
ცარიელი ყანწი რად მინდა,
თუ შენს ნახვას არ მიშლი
კოცნას ნუღარ დამიშლი
მარტო შენი ცქერა რად მინდა.