კარი გამიღე
კარი გამიღე მთხოვა სიკვდილმა
მე ვერ გაუღე კარი
სტუმარს კარს როგორ არ გაუღებდი
მაგრამ შინ ვეგდე მთვრალი.
დიდ ხანს იცდიდა მერე წავიდა
სხვაგან დალია წყალი
ფეხზე მდგომალვებს
სიცოცხლით მთვრალებს
ფრთებს უკოცნიდა ქარი.
მიქელას მგონი აღარ ვახსოვარ
უკვე გავიდა ხანი
მოვა მამძებნის აბა რას იზამს... ჰაჰაჰაჰა
ეგ არის მისი ვალი..(პაუზა)
რთხელაც თურმე ჩუმად მოსულა
შემოუღია კარი
შვილიშვილებთან მარტო ვიყავი
და ამარიდა თვალი.
მერე ბიჭებთან ვსვამდი დილამდე
და ვღიღინებდი მთვრალი
პურმარილიანს ვეღარ შამბედა
არ დამატანა ძალი.
ნაქეიფარი მიპოვნა სახლში
მეფერებოდა ქალი
გაეცინა და უკან გაბრუნდა
ვეღარ მამიდო შარი.
კარი გამიღე მთხოვა სიკვდილმა
მე ვერ გაუღე კარი
სტუმარს კარს როგორ არ გაუღებდი
მაგრამ შინ ვეგდე მთვრალი.