რაღაც მინდა გითხრათ ჩემო კარგებო
მინდა თქვენი სიყვარული გავბედო
ღმერთმა მოგცეთ სიხარული ულევი
ჯიბეში კი მწვანე მწვანე ფულები
რას დაეძებ ვინ რას იტყვის მიდი თქვას
თანაც ჩუმად ჩაიხედონ გულებში
მთავარია გვიღიმოდეს თვალები
ღვინო გვქონდეს დუდუკი და ქალები
გაიღიმეთ ლამაზია ცხოვრება
გაიხარეთ თორემ უცებ მორჩება
თუ სიკეთის გაკეთება გჩვევია
მაშინ ქვეყნად ყველა ბედნიერია
ერთი ორი სამი ოთხი, სიყვარული უცებ მოდის, როგორ მინდა კარგად იყოთ
ხუთი ექვსი შვიდი რვა, რა კარგია ცხოვრება, ვიმღეროთ და გავიღიმოთ
წლები წლები ისე სწრაფად მიქრიან
უცებ წუთში გაილევა ცხოვრება
რომ გგონია წინ გზა კიდევ დიდია
ყველაფერი უცებ წამში მორჩება
ამიტომაც თუ გიყვართ აპატიეთ
გაუხარეთ გაუხარეთ გულები
ვერასოდეს ვერ მოუგებ სიყვარულს
რაც არ უნდა ბევრი იყოს ფულები
გაიღიმეთ ლამაზია ცხოვრება
გაიხარეთ თორემ უცებ მორჩება
თუ სიკეთის გაკეთება გჩვევია
მაშინ ყველა უფრო ბედნიერია
ერთი ორი სამი ოთხი, სიყვარული უცებ მოდის, როგორ მინდა კარგად იყოთ
ხუთი ექვსი შვიდი რვა, რა კარგია ცხოვრება, ვიმღეროთ და გავიღიმოთ
სოლო )))))))))))))))))((((((((((((((((
ერთი ორი სამი ოთხი, სიყვარული უცებ მოდის, როგორ მინდა კარგად იყოს
ხუთი ექვსი შვიდი რვა, რა კარგია ცხოვრება, ვიმღეროთ და გავიღიმოთ
ვიმღეროთ და გავიღიმოთ, ვიმღეროთ და გავიღიმოოოოოოთ