რა ლამაზია თუშეთი
და ლაშარობა თუშური,
რქებჩაგრეხილი ჭედილა
სანთლით შუბლგადატრუსული.
ფერდობზე ჩამწკრივებულან,
კოხტა ქალი და ვაჟია,
ხმეებში ამღერებულან,
შმაგი ალაზნის წყალია.
შენი ჭირიმე თუშეთო
ნუ მეტყვი წავალ, წავალო,
თუ წახვალ თან წამიყვანე,
შენი ვარ, განა სხვა ვარო.