ხმალი ავლესოთ
ჩვენ სიყვარულის სა-რეცელზე შეგვქმნა განგებამ
და სათნოება და-გვანათლა არსთა გამრიგემ,
ჩვენ ვაშენებდით ბა-ნას, ზარზმას, გელათს,იყალთოს
დავმაღლდებოდით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება
და- პური შენი არსობისა არის ღვთიური,
ო, საქართველოვ, მოქართულობ ისევ ძარღვებში,
დაიწურება საღრთო ქვევრში ალადასტური.
ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოთ
და მოვუქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი,
უნდა მოვთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ,
გადავარჩინოთ საფიცარი ივერთ ჯილაგი.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრებავ
აქ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი,
..ხმალი ავლესოთ ქართველებო ხმალი ავლესოთ, ---4
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი.