ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები, მთები,
შენს ხმას ვეღარ ვისმენ და ვეღარსად გხვდები,
თეთრი ფიფქისდარი, ფიქრი მემატება,
შენთან საუბარი როგორ მენატრება,
მისამღერი:
წაუღიათ ნისლებს დაბინდული მთები,
ნეტავ შევხვდე ვისმეს, შენზე მოვუყვები,
შენზე ფიქრში შემშლის, ვსვამ და ვეღარ ვთვრები,
ამ ჩაკეტილ მთებში, როგორ მენატრები,
შენი სიმღერები თოვლში გაფანტულან,
მუშტებს მიღერებენ ჩემო თვალხატულა,
ჩამოთოვა ისევ,
ჩამოთოვა ისევ