1.ერთხელ შემომხედე,
სანამდე მეტყოდე, რომ მშორდები და ჩემთვის მორჩა შენი ყველა მოფერება.
ყოველ შენს მზერაში, ყოველ შენს უარში
თანხმობის მაგვარი არის, გულის შემოფეთება.
ერთხელ გამიხსენე,
სანამდე მეტყოდე რომ ცუდი ვარ და უარესი არსებობს ქვეყანაზე
მერე ჩამეხუტე და ჩუმად ჩამჩურჩულე
რომ ჩხუბი ჩვენი ვერ იქნება ერთი სრული სიმართლე!
იფიქრე და გაიხსენე,რომ გოგო ხარ ჩემი,
რომ ბედი ხარ ჩემი,რომ გეზი ხარ ჩემი,
ჩემი ბედნიერების...
მის: გოგო-გოგო გოგონი,მოდი დროზე მოგონდი.
დროა უკვე არჩევდე,სიმართლეს და მოგონილს
გოგო-გოგო გოგონი,დაგდევს მთელი ბომონდი.
მე კი ისევ მომინდი ჰოდა მიდი მოგონდი!
სულში რომ მენატრები,სულ შენ რომ მენაღვლები,
გადამრევს ეს ნატვრები სურვილის ნიაღვრებით. 2X
2. ერთხელაც მეცეკვე,
სანამდე მეტყოდე,რომ ზღვა და მთვარე შორეული შენი სულის შხეფებია
ყოველ შენს წასვლაში და დაბრუნებაში
სინათლე,სინათლე და სულ ყველაზე ნათელი ფერებია
კიდევ მომეფერე
სანამდე მეტყოდე,რომ წვიმა,მე და ზაფხული ვართ შენი გულის სამოთხე
ცხადიც კი სიზმარს ჰგავს ჩვენ ერთმანეთი გვყავს
და გულებში დაწერილ ამ ფურცლებს ვერავინ ვეღარ ამოხევს.
იფიქრე და გაიხსენე,რომ გოგო ხარ ჩემი,
რომ ბედი ხარ ჩემი,რომ გეზი ხარ ჩემი,
ჩემი ბედნიერების...
მის:
სოლო:
მის: