"მარიამი"
დღეები ღამეებს ისე მიეწებნენ
ვით მტკვარი, არაგვი და მონასტერი,
და ჩემი თვალებიც შენ ისე გეძებენ,
ვით წყაროს ანკარას – მგზავრი მონაბერი.
შენი სიყვარული თითქოს მდინარეა,
ხან უხვი, ხანაც – სისხლივით მჩქეფარე.
შენს სილამაზესთან სხვები ვინ არიან?!
სულს ათრობს ჩუმად და გულსაც იფარებს.
მისამღერი:
ქართულ ქედებზე ნეტარი დარია,
არწივთა ირაოს ფიქრიც ვერ ეხება.
მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ,
აუხდენელო წამო და ზმანებავ!
როს განმეშორები ჩემს გულში ნამყოფი –
იქვე გადიფრქვევი დარდის ღვიარებად.
ეს მიჯნა იქნება სამყაროსგამყოფი –
ვით ლოცვა პირველი და ზიარება.
მონატრებისაგან თავბრუ დაგეხვევა,
თუმცა აზრს დაკარგავს სიტყვაც და სათქმელიც,
სულის მყუდროება ისე დაგერღვევა,
რომ მოლოდინებში იტირებს სანთელი.
მისამღერი: