როგორ მიყვარხარ გრძნობას ვერ ვმალავ
ვერ დამიმალავს გრძნობა მალული
რით დაგიმტკიცო არ მყოფნის ძალა
როგორ აგიხსნა ეგ სიყვარული.
ჩემი უბრალო ფიცის არ გჯერა,
რით გაგიფანტო ეჭვის ტრფიალი
მიყვარხარ გითხრა ათასჯერ გითხრა,
მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.
MIS
აბობოქრებულ ზღვაში გატარებ
მე კი ვიქნები ჩამქრალი გემი
ჩემი სიკვდილი თუ გაგახარებს
შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩემი–3–.
Пройгриш.
ოცნებას ვიცი ვერვინ ამიშლის
რადგან ოცნება მარტო ჩემია
ოცნებით მაინც ვიქნები შენი
ოცნების მეტი რა დამრჩენია.
ოცნების მეტი რა დამრჩენია,
სიყვარულის ან ბოღმის ტარება
ვისაც ვუყვარვარ მე ის არ მიყვარს,
და ვინც მე მიყვარს არ მეკარება.
MIS
ჩემი ზაფხული უკვე დაზამთრდა
ვარდმაც დაკეტა თავისი ხედი
აწი გშორდები უკვე გშორდები
შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩემი–3