პირველ კოცნას
მორცხვად დაძლეულ შიშს
ურცხვად გაწელილ წამს
უცნაურ მოლოდინს
ემოციების ზღვას
თავში ერთადერთ ფიქრს
თითქოს ეს არის ის
სუნთქვა რისთვისაც ღირს
აკანკალებულ მუხლს
ვერსადწაღებულ ხელს
და აფეთქებას მთელი ამ გრძნობის
ჩვენს ტუჩებზე
ჩვენს ტუჩებზე
ჩვენს ტუჩებზე
ჩვენს ტუჩებზე
პირველ კოცნას
კანზე ანთებულ ცეცხლს
დავიწყებულ სუნთქვას
სხეულში ჟრუანტელს
ელექტრონების ზვავს
გულში შემოსულ მზეს
გადაბიჯებულ ზღვარს
დაუბიჯებელ გზებს
ვერშეკავებულ თავს
არშეკავებულ ცრემლს
და აფეთქებას ყველაფრის ერთად
ჩვენს ტუჩებზე
ჩვენს ტუჩებზე
ჩვენს ტუჩებზე
ჩვენს ტუჩებზე
და როცა დღეს გხედავ შენ
მახსენდება ის საოცარი დღე
ამის მეტი არაფერი მინდა
ოღონდ ერთხელაც კიდევ რო მაკოცნინა
შენს ტუჩებზე
შენს თვალებზე
შენს თითებზე
შენს ტუჩებზე