დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი,
მე კი ისევ მარტო ვარ და გელი,
დეკემბერი დადგაო და ციდან ფანტელ ველი,
როგორ მინდა მოფერება კარგო შენი.
მის: ციდან ცვივა ფანტელი, ცა ფირუზის ფერია,
მოგეფერო მინდა მაგრამ, სხვისი ხარ და ძნელია.
უცნაური ღამეა და შენს ნაბიჯებს ველი,
მოგონება ძნელიაო ძნელი.
ჩემი სული შენი იყოს, შენი სუნთქვა ჩემი.
მე უშენოდ აღარ მინდა არაფერი.
მის: ციდან ცვივა ფანტელი, ცა ფირუზის ფერია,
მოგეფერო მინდა მაგრამ, სხვისი ხარ და ძნელია.