ავადა ვარ ავადა
ავადა ვარ ავადა, მოდი სანახავადა,
შავი თვალების ჭირიმე
თუ არ მოხვალ არ მნახავ დარჩები პირშავადა
ჭირიმე, შენი ჭირიმე.
სიყვარულმა გული დამწვა, სილამაზემ ეგ თბალები
კოხტა გოგოს ჭირიმე
ქუჩა-ქუჩა დავდივარ რატომ არ გებრალები
ჭირიმე შენი ჭირიმე.
აბრეშუმის კალათა, გოგოვ გახდი ავადა
შავი თვალების ჭირიმე.
აქიმობას დავიბრალებ, მოვალ სანახავადა
ჭირიმე შენი ჭირიმე.