ყვავილები თოვდა +1
შორეული წარსულიდან მესმის ჰანგი ძველი
და ბავშვური მონატრებით ტირიფებზე ვმღერი
კვლავ დამყურებს სავსე მთვარე აიშვება წრეზე
და შემკრთალი მოგონება ჩემს გაზაფხულს ელის
მის;
მე ლეგენდას გარინდებულს მორიდებით ავხდი ფარდას
გავლილ დღეებს მიძინებულს არასოდეს არ დავკარგავ
ყვავილები თოვდა თოვდა არაფერი არ მახსოვდა
მოგონება წლებს მიჰქონდა
ეხლა ვისმენ გვირილების უჩვეულო შრიალს
ქარები კი ეს ქარები ძველებურად ქრიან
ამედევნა მონატრება მემღერება წუთით
შორეული წარსულიდან ეს სიმღერა მოდის