შენი გულის ძგერა მესმის
მთაწმინდაზე შენთან ერთად ვმაღლდები
ვიცი როგორ ჩურჩულებენ შენი თბილი სახლები
შენი ძველი ქუჩები და შენი ედემ ბაღები
შენ ისეთი ლამაზი ხარ ავ თვალს არ ენახვები.
მის:ჩემო თბილის ქალაქო,შენმა დარმაც იდარა
შენ იხარე ოღონდაც,მე სულ არა მინდა რა. 2-ჯერ.
ვიცი როგორ გაჩნდი ქვეყნად
ისიც ვიცი რა ქარცეცხლში გივლია
ისიც ვიცი ჯვარზე გაკრულს რომ არ დაგიჩივლია
შვილთა შენთა სიყრმეს ლოცავს თამარი და ილია
შენით ცოცხლობს ყველა ვინც კი შენი გამოზრდილია.
მის:ჩემო თბილის ქალაქო,შენმა დარმაც იდარა
შენ იხარე ოღონდაც,მე სულ არა მინდა რა. 2-ჯერ