ჩემი ყალმის რა უღმერთოდ მწამდა,დღეს ცვარი ვარ ჩემი მიწის ჩემი ცის
...მივდივარ და თან მიმყვება დარდად,სიყვარული თმა ჭაღარა თბილისის...
ჩამოასხით სიონივით რეკდეს,გული ჩემი უკანასკნელ ძალით
...ერთსაც დავცლი თასს შევამსხვრევ კედელს,რომ ლოთობის მარად დარჩეს ვალი..
სოლო
ნარიყალა მზემ სად გადაკარგა,ან და ისე რამ შეცვალა ფერი ცის
...მივდივარ და თან მიმყვება დარდად,სიყვარული ჩემი ბებერ თბილისის...
იქნებ ტივზე მეარღნე კვლავ ბუქნავს,დუდუკებმაც ვერ მონახოს გული
...გვიანია მიაწებეთ დუქანს,სანთელი და დამიპურეთ სული...