უბრალოდ დახუჭე თვალები
და ხელი ჩამკიდე
სიახლოვეს ხო იცი
სიშორეც თან სდევს
თუ ვერ შემეგუე და ხელი გამიშვი
მე მაინც მოვიფიქრებ რამეს
მე წვიმად მოვალ და
შენთვის ქარიც ვიქნები
გახედე როგორ შეიცვლება ეს ამინდები
და მე იმ ზეცას დავიფიცებ
რომელიც სულ თან დაგყვება
რომ მთელი ცხოვრება
გესმოდეს ეს სიტყვები
მიყვარხარ მე შენ მიყვარხარ
ძლიერ მიყვარხარ და მეტი არაფერი
მიყვარხარ მე მხოლოდ შენ მყავხარ
შენ არავის გავხარ
ხარ ჩემთვის ყველაფერი
უბრალოდ დახუჭე თვალები
და ხელი ჩამკიდე
რომ ნისლიან ქუჩებს შევუცვალო ფერი
სწორედ იმ ქუჩებს რომლებიც შენთან მომიყვანს
და იქ სადაც სურნელი დამათრობს შენი
მე ლექსად მოვალ და შენთვის მუზად ვიქცევი
არ მოგასვენებ თავბრუს დაგახვევ ჩემზე ფიქრებით
და მოვა ის დღეც როცა გამიღიმებ
შენს გულშიც სითბო გაჩნდება
და მოგანდომებს თქმას ამ სიტყვების
მიყვარხარ მე შენ მიყვარხარ
ძლიერ მიყვარხარ და მეტი არაფერი
მიყვარხარ მე მხოლოდ შენ მყავხარ
შენ არავის გავხარ ხარ ჩემთვის ყველაფერი