ასე რომ გიცქერ და რომ გიყურებ რად გიკვირს
ლამაზი რომ ხარ ნუ კი ამაყობ ჭირიმე
როცა ჩემთან ხარ, ჩემი მგონიხარ და ვხარობ //
წახვალ თუ არა, დავფიქრდები და ვტირი მე //
საით წავიდე რომ შენს სიყვარულს გავექცე
უსიყვარულოდ ვერ მოგშორდები იცოდე
მე კი ასეთი სიყვარულის არა მწამს
მე შენ მიყვარდე და შენ კი სხვაზე ფიქრობდე
სოლო
დ ა თუ ჩემი ხარ, მოდი და ერთად ვიმღეროთ,
ჩვენს სიყვარულში გადაიშლება ვარდები
დრო დაგიდგება, მომიგონებ და მინატრებ.
ეს მხოლოდ მაშინ, როცა მე დაგეკარგები
ასე რომ გიცქერ და რომ გიყურებ რად გიკვირს
ლამაზი რომ ხარ ნუ კი ამაყობ ჭირიმე
როცა ჩემთან ხარ, ჩემი მგონიხარ და ვხარობ
წახვალ თუ არა, დავფიქრდები და ვტირი მე