გიმღერებ
ნაცნობ უბანში, ნაცნობ აივანს,
ჩაუვლი ჩუმად გზად,
ნაცნობ სარკმლიდან,
ნაცნობი მზერა ამედევნება კვლავ,
ნაცნობ სიმღერას წავიღიღინებ,
თან გავაყოლებ დარდს,
ნაცნობ ღიმილით გული გამთბარი,
როგორ მავიწყებს თავს,
მის;
ისევ შენ ისევ მე
და არავინ სხვა,
ისევ ჩვენ მე და შენ,
გაუყვებით გზას,
ნაცნობ მდელოზე ნაცნობ ყვავილებს,
მე შენთვის დავკრეფ კვლავ,
თმებში ჩაგიბწნი გაგალამაზებ,
მკერდზე დაგიდებ თავს,
ნაცნობ სიმღერას ერთად ვიმღერებთ,
მერე ავხედავთ ცას,
თვალებს დახუჭავ მე კი გაკოცებ,
და განაცვალებ თავს,
დ.გიგინეიშვილი 2021წ