გყვარობ ქალო გული მიცემს
გამომძახი მაღლიდანა
მეუბნება გიხაროდეს
ქალი ნახე ლერწმიტანა
რომ გიყურებ ვიბადები
ვიბადები თავიდანა
გოგო შენი სიყვარული
არ ამოვა გულიდანა
გოგოვ ეგ შენი სიშორე ეკალია ვარდიდანა
გულიდან ვერ მოგიშორე
ვკვდები ბიჭი დარდისგანა
რა ვუშველო ახლა ამ გულს
ვის მივმართო ნეტავ განა
შენ მასწავლე ჩემო გოგოვ
სიყვარულის განდაგანა 2 ჯერ
ზეცამ შენზე მიმანიშნა ელვითა
ზღვამ მიამბო ალერსიან ღელვითა
ჩემი გული შენს სიყვარულს აპირებს
ეფერება შენი სულის ნაპირებს