დაბლა მტკვარი ზემოთ ნახე რა ცაა
თბილისური ლურჯი გაუხუნარი
ამღერდება ამღერდება საცაა- საცაა
ვერ გაუვლი შენს მთაწმინდას მდუმარი.
სასიმღერო თუკი შემოგელია
არ გცოდნია თბილისის ცის ფერია
განზე გადექ შენთან ყოფნა ძნელია ძნელია
თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან
სიმღერაა სევდისა და ნაღველის
მკურნალი და უებარი წამალი.
დამიჯერე სულ სიმღერით იარე იარე
რაც კი დაგრჩა სააქაო სავალი
თუ გავიჭერ მარტოდ მარტო ველადა
და ხელში მაქვს ღვინით სავსე ხელადა
მინდა უთხრა ლურჯ თვალება
ღიღილოს-ღიღილოს
მას თბილისზე რამე დავაღიღინოთ