ქალავ შენი სილამაზე
ქალავ შენი სილამაზე არვის არ შეადარო
მთაში შვლის ნუკრს ემსგავსები, ბარში ბულბულს, იადონს
შენზე ფიქრში წლები გადის უშენობა მერევა
სანამ ჩემად არ გიგულებ, დარდი არ დამელევა
ცხორს გავხედავ თან წამიღებს, ქალავ, შენზე ფიქრები
სიზმრად მაინც თუ არ გნახე დარდიანი ვიქნები
ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვტკბებოდე,
არავისთვის არ მეგალოს, მარტო SenTvis vmRerode
იალაღზე ცხორს გავშლი და გადავცქერი მთა-გორებს
ყოველ დილით მზის ამოსვლა მხოლოდ შენ თავს მაგონებს
ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ, მე შენ გამო ვიrევი
თუ შენ ჩემი არ გახდები, მართლა გადავირევი