ყვავილების ქვეყანა,
ჩოქვით შემოვიარე,
რომ მითხარი მოვალო, ჭირიმე...
რატომ დაიგვიანე?!
შენთვის დაკრეფილი მაქვს,
ნარნარი ყვავილები...
მინდა გულზე დაგაკრა, ჭირიმე
ვით ლამაზი ღილები.
აი რატომ დაგეძებ,
რატომ დავიარები,
ან რატომ მენატრება, ჭირიმე
შენი შავი თვალები!
მე მიყურე მხოლოდ მე,
მაკმარე რაც მაწამე,
ჩემო სულის კოკორო, ჭირიმე
შენ თვალებს ვენაცვალე...
აი რატომ დაგეძებ,
რატომ დავიარები,
ან რატომ მენატრება, ჭირიმე
შენი შავი თვალები...
ყვავილების ქვეყანა
ჩოქვით შემოვიარე,
რომ მითხარი მოვალო, ჭირიმე
რატომ დაიგვიანე?!