ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე
რომ დამპირდი მოვალო რატომ დაიგვიანე.
შენთვის დაკრეფილი მაქვს ნაირ–ნაირ ყვავილები
მინდა გულზე დაგაკრა ვით ლამაზი ღილები.
მის:
აი რატომ დაგეძებ რისთვის დავიარები
ან რატომ მენატრება შენი შავი თვალები.
მე მიყურე მხოლოდ მე მაცალე რას მაწვალებ
ჩემო სულის კოკობო შენს თვალებს ვენაცვალე.