ჩემო თბილის ქალაქო,
1;Sენი გულის ძგერა მესმის,
მთაწმინდიდან შენთან ერთად ვმაღლდები,
მესმის როგორ ჩურჩულებენ
შენი თბილი სახლები
შენი ძველი ქუჩები და შენი ედემ ბაღები,
შენ ისეთი ლამაზი ხარ ავ თვალს არ ენახვები.
მის:
ჩემო თბილის ქალაქო, შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც, მე სულ არა მინდა რა.
2; ვიცი როგორ გაჩნდი ქვეყნად კარგად ვიცი
რა ქარცეცხლში გივლია,
ისიც ვიცი ჯვარზე გაკრულს რომ არ დაგიჩივლია,
შვილთა შენთა სიყრმეს ლოცავს აკაკი და ილია,
ყველა გეტრფის ვინც კი შენი კალთით გამოზრდილია.
მის: