ჩემო სიმაღლევ სულისა
კედლებ ნაფერო ვაზით
გრძნობავ დიდ სიყვარულისა
სისხლის წვეთამდე დაცლით
გენო ფესვების სიღრმისავ
საუკუნენო განცდის
ხელისგულს დაყრილო მიწავ
თვალთაგან ცრემლად დაცლით
მისამღერი:
ჩემი ხატია სამშობლო
საგულედ ფიცრად თლისა
ღმერთის და ხატის მყოფელო
გამთენებელო მზისა
მამულო შეუცნობელო
სიღრმევ სიდიდევ სულო
გულო სულ ფიქრად მყოფელო
ჭრილობავ დაისრულო
ოდესმე შეიკვრებოდეს
სიტყვა ეფინოს გზისად
მტერო არ გელხინებოდეს
ქართველის შავი დღისა