დავხურე წიგნი და შემოვრჩი მათესთან
მეზვერის სუფრაზე იესოს პურობა
თვით სიტყვა უფლისა ცოდვილის კარებთან
განწმენდა სულის და ზეცასთან სტუმრობა
ჩვენს გულში ჩვენს ირგვლივ რამდენი ცოდვაა
უფალი თმენით და ლოდინით დავღალეთ
სალბუნად სნეულთა გულსაშიგ ლოცვაა
ძალით და ლოცვითა სინათლით ავმაღლდეთ
მიხარის ქართველნი მხნე გამრჯე მარჯვენით
მტკივა და გულს გარეთ ვერ ვუშვებ სნეულებს
განკითხვაც დამცდა და ნაყვედრიც რამდენი
ამაყად მზირალი ვერავთმობ ჩვეულებს
მისამღერი:
მათესთან სტუმრობამ მტკაველით გამზარდა
ხინჯის და ცდუნების მიხილა თვალები
შიგ გულში ტკივილი შლეგივით აზვავდა
სინანულს ცრემლებმა გაუღეს კარები