ღამემ მომიგზავნა შენზე ფიქრი
ქუჩებს ავუყევი ნაგვიანებს
ქარი ყვითელ ფოთლებს ფეხქვეშ მიშლის
დილა გათენებას აგვიანებს
უნდა მივეკედლო მოგონებებს
სკივრში მოვიძიო ძველმანები
ძონძებს შორის ჩაყრილ მშიერ ვნებებს
ახლა სახადივით ვემალები
მისამღერი:
ახლა შემოდგომის ქარებია
სულში ფათურობენ მაქმანები
თურმე რა საოცრად მყვარებია
ჩემი სიყვარულის მაქმანები
გულში მინავლული ნაკვერჩხალი
ღვივის გარდასული ფერადებით
ბილიკს აღარ უჩანს ნატერფალი
მაინც შორი ახლოს მელანდები
მისამღერი:
ახლა შემოდგომის ქარებია
სულში ფათურობენ მაქმანები
თურმე რა საოცრად მყვარებია
ჩემი სიყვარულის მაქმანები